ავტორიზაცია

"არ მინდოდა, მისი ფანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა", - მანჩესტერის ახალწვეული რონალდუზე

"არ მინდოდა, მისი ფანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა", - მანჩესტერის ახალწვეული რონალდუზე
თარიღი 20 სექ 2022, 23:49

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულმა, მარტინ დუბრავკამ, კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

გოლკიპერი „იუნაიტედს“ გასულ ზაფხულს „ნიუკასლიდან“ იჯარით შეუერთდა.

„დალაპარაკების შანსი ვარჯიშამდე და მის შემდეგ მოგვეცა, სატრენაჟორო დარბაზში. კრიშტიანუ ჩემ ოჯახზე მეკითხებოდა, დაინტერესდა, თუ სად ვცხოვრობ და მსგავსი რაღაცებით.

მან ინტერესი გამოიჩინა და კონტაქტზეც პირველი გამოვიდა. არ მინდოდა, მისი ფანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა და პირდაპირ მასთან მისვლა.

თუმცა, საბოლოო ჯამში მასთან გასაუბრება ძალიან სასიამოვნო იყო.“ - აღნიშნა სლოვაკმა ინტერვიუში.