ავტორიზაცია

მბაპეს ამ სეზონში არც მესისთვის და არც ნეიმარისთვის საგოლე პასი არ გაუკეთებია

მბაპეს ამ სეზონში არც მესისთვის და არც ნეიმარისთვის საგოლე პასი არ გაუკეთებია
თარიღი 20 სექ 2022, 23:51

„პსჟ-ს“ ფორვარდს, კილიან მბაპეს, ამ სეზონში შეტევის პარტნიორებზე არცერთი საგოლე პასი არ გაუკეთებია.

მიმდინარე სეზონში, ფრანგმა ყველა ტურნირზე გამართულ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. 5 ლეო მესის პასით, 3 კი - ნეიმარის.]

თუმცა, სახასიათოა, რომ თავად მბაპეს არც მესისთვის და არც ნეიმარისთვის ამ სეზონში ჯერ არცერთი საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, რაც მისი ქედმაღლურობის კრიტიკოსებს დამატებით არგუმენტებს აძლევს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მესიმ ამ სეზონში ნეიმარს სამი გოლი გაატანინა, ბრაზილიელმა კი არგენტინელს - 2.