ავტორიზაცია

ლუის ენრიკე: "რატომ არ გამოვიძახე ნაკრებში სერხიო რამოსი?"

ლუის ენრიკე: "რატომ არ გამოვიძახე ნაკრებში სერხიო რამოსი?"
თარიღი 21 სექ 2022, 00:04

ლუის ენრიკემ ისაუბრა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახა.

„ყოველთვის, ფეხბურთლები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ნაკრების სიაში, ყურადღებას იქცევენ. უპრობლემოდ ვილაპარაკებ რამოსზეც და იაგო ასპასზეც, მაგრამ მე მხოლოდ 25 ფეხბურთელს ვირჩევ, რომლებიც ამ გამოძახების დროისთვის საუკეთესო მგონია, თუმცა ცვლილებებისთვის მზად ვარ. სიტუაციას მუდმივად ვაანალიზებთ.

ისინი ნაკრებში უკვე არაერთხელ ჩამოსულან, მათ კარგად ვიცნობ და ისინი მე მიცნობენ. ეჭვგარეშეა, რომ მათი დაბრუნება შესაძლებელია.

კარგია დანახვა, რომ სერხიო რამოსი მოედანს დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც ერთი სეზონი ტრავმების გამო გაუცდა. ახლა ვხედავთ, რომ ის ყოველ სამ დღეში თამაშობს. აქ შემიძლია ყველაფერი ვილაპარაკო, რასაც მოვისურვებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამოსის პოზიციაზეც საუკეთესოები გამოვიძახე.

თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ნაკრების კარი დაკეტილი არავისთვის არ არის.“ - აღნიშნა ენრიკემ.