ავტორიზაცია

რუდიგერი: "როცა ვერნერმა ანგარიში 3:0 გახადა, ვიფიქრე რომ მორჩა, რეალი გავარდა, შემდეგ კი საქმეში ბერნაბეუს მაგია ჩაერთო"

რუდიგერი: "როცა ვერნერმა ანგარიში 3:0 გახადა, ვიფიქრე რომ მორჩა, რეალი გავარდა, შემდეგ კი საქმეში ბერნაბეუს მაგია ჩაერთო"
თარიღი 21 სექ 2022, 00:17

მადრიდის „რეალის“ მცველმა, ანტონიო რუდიგერმა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გაიხსენა, როცა „ჩელსიში“ მოთამაშე გერმანელი მცველი სწორედ „რეალთან“ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.

პირველი თამაში „რეალმა“ ინგლისში 3:1 მოიგო, თუმცა საპასუხოში „ჩელსიმ“ სიტუაცია გამოასწორა და ანგარიში 3:0 გახადა. მადრიდელებმა ერთი გოლი გაიტანეს და დამატებით დროში გადაიყვანეს მატჩი, სადაც კარიმ ბენზემამ გადამწყვეტი გოლი შეაგდო და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

„როცა ტიმო ვერნერმა ანგარიში 3:0 გახადა, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა - ისინი გავარდნენ. არცერთ სხვა გუნდს „რეალი“ ხელში არ ეკავა ისე, როგორც ჩვენ, თანაც მათსავე სტადიონზე, როცა თითქოს, თამაშის დამთავრებამდე ათი წუთი რჩებოდა.

ვფიქრობდი, რომ ქომაგები „რეალს“ დაუსტვენდნენ, თუმცა ისინი ისე ყვიროდნენ, თითქოს გოლი „რეალმა“ გაიტანა და არა ჩვენ.

მაშინ ვიფიქრე, რომ აქ, ჰაერში რაღაც მაგია სუფევს. ოთხ წუთში კი მოდრიჩმა სწორედ ის პასი გააკეთა.

ბერნაბეუს მაგია...

დიახ. გუნდს შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არაფერი გამოსდიოდეს, მაგრამ შემდეგ დგება მომენტი, როცა სტადიონი ცოცხლდება და მეტოქე უბრალოდ იყინება. „რეალის“ ქომაგებს ფეხბურთი ძალიან კარგად ესმით. მათ ზუსტად იციან, როდის უნდა დაუდგნენ გუნდს გვერდში ყველაზე მეტად.“ - აღნიშნა რუდიგერმა.