ავტორიზაცია

ანტონიო კასანომ რონალდუს მიმართა: "იცი ვის ჰგავხარ? ტოტო კუტუნიოს, ყოველთვის მეორე ხარ"

ანტონიო კასანომ რონალდუს მიმართა: "იცი ვის ჰგავხარ? ტოტო კუტუნიოს, ყოველთვის მეორე ხარ"
თარიღი 21 სექ 2022, 12:55

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ მანჩესტერ "იუნაიტედის" ფორვარდზე კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

მისი განცახდებით, პორტუგალიელი ვარსკვლავი ყველაზე მეტად ტოტო კუტუნიოს ჰგავს, რადგან ისიც ყოველთვის მეორეა.

"ძვირფასო კრიშტიანო, გაინტერესებთ? მაშინ კარგად მომისმინე: ძლიერი ხარ, ბევრი მოიგე, ფენომენალური ხარ, მაგრამ ყოველთვის მეორე ხარ.

იცი ვის ჰგავხარ? ტოტო კუტუნიოს, ყოველთვის მეორე ხარ!” - განაცხადა იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა Rai 2-ის ეთერში.