ავტორიზაცია

"სწორედ ამიტომ არის ის გენიოსი"- სამპაოლი მესიზე საუბრობს

"სწორედ ამიტომ არის ის გენიოსი"- სამპაოლი მესიზე საუბრობს
თარიღი 21 სექ 2022, 13:58

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

სამპაოლიმ განმარტა, რატომ თვლის, რომ ლიონელ მესი გენიოსია.

"მესის ხელმძღვანელობა ნიშნავს გენიოსის ხელმძღვანელობას. მან ისიც კი იცის, როდის იმარჯვებ და როდის მარცხდები.

ორი შეხედვით ის წარმოდგენას გაძლევს რა ხდება. ის ჩუმი ლიდერია, მაგრამ ხვდება, რაც უნდა მოხდეს, იცის, როცა გუნდს, რომლისთვისაც ემზადება, გამარჯვების შანსი არ აქვს. ამიტომ არის ის გენიოსი ',- თქვა სამპაოლიმ.