ავტორიზაცია

"კვარაცხელიას ტრანსფერით ლა ლიგის ორი გუნდი ინტერესდებოდა "- თემურ ლეფსაია

"კვარაცხელიას ტრანსფერით ლა ლიგის ორი გუნდი ინტერესდებოდა "- თემურ ლეფსაია
თარიღი 21 სექ 2022, 17:21

ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თემურ ლეფსაიამ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოში" გადასვლამდე, ახლოს იყო კარიერა "ვალენსიაში" გაეგრძელებინა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი შემტევის დამატებით მხოლოდ "ღამურები" არ ინტერესდებოდნენ, 21 წლის შემტევის დამატებას "სევილიაც" სცდილობდა.

"ხვიჩას გადაბირებით მხოლოდ ვალენსია არ იყო დაინტერესებული, მისი ტრანსფერით სევილიაც ინტერესდებოდა. კლუბის წარმომადგენლებს მის დადებით თვისებებზე ვესაუბრე, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ",- თქვა ლეფსაიამ.

ცოტა ხნის წინ, Estadio Deportivo-ს ანტონიო ლოპესმა გაუმხილა, რომ კვარაცხელიას საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებამდე "ვალენსიაში" გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა. თუმცა, ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელმა ბათუმის "დინამოში" გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.