ავტორიზაცია

გერმანიის ნაკრები კორონავირუსის გამო ორ ფეხბურთელს მოისაკლისებს

გერმანიის ნაკრები კორონავირუსის გამო ორ ფეხბურთელს მოისაკლისებს
თარიღი 21 სექ 2022, 17:49

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის (DFB) ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნახევარმცველ ლეონ გორეცკის და მეკარეს მანუელ ნოიერს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, დილით ტესტირება გაიარეს. ორ მოთამაშეს ტესტი დადებითი აქვს. ნოიერი და გორეცკა ეროვნული ნაკრებისგან იზოლირებულები არიან და მალევე დატოვებენ სასტუმროს, რომელშიც გერმანიის ნაკრებია განთავსებული. 

მოთამაშეები, რომლებსაც კონტაქტში ჰქონდათ მიუნხენის ბაიერნის ინფიცირებულ ფეხბურთელებთან, ყოველდღიურად ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე. 

ამრიგად, ნოიერი და გორეცკა გერმანიის ეროვნულ გუნდს უეფას ერთა ლიგის მატჩებში უნგრეთთან (23 სექტემბერი) და ინგლისთან (26 სექტემბერი) ვერ დაეხმარებიან.