ავტორიზაცია

"ფეხბურთელები უყიდეს, რამდენიმე მატჩის შემდეგ კი გაუშვეს", - რუდიგერმა ტუხელის გაშვებით იმედგაცრუება გამოთქვა

"ფეხბურთელები უყიდეს, რამდენიმე მატჩის შემდეგ კი გაუშვეს", - რუდიგერმა ტუხელის გაშვებით იმედგაცრუება გამოთქვა
თარიღი 21 სექ 2022, 21:46

ანტონიო რუდიგერმა „ჩელსიდან“ მისი თანამემამულის, თომას ტუხელის გაშვებაზე გააკეთა კომენტარი.

„ისინი ტუხელისთვის ფეხბურთელებს ყიდულობენ, რამდენიმე მატჩის შემდეგ კი თავად გუნდიდან უშვებენ, ამ გადაწყვეტილების სიჩქარემ ძალიან გამაკვირვა.

დღე, როცა ის გაუშვეს, ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო. მაშინ, თომასს მივწერე და ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე. ის ყოველთვის ახლოს იყო, როცა მარტო მე კი არა, „ჩელსის“ ყველა ფეხბურთელს სჭირდებოდა.

თუ შევხედავთ იმას, სად ვიყავით, სად აგვიყვანა, შეიძლება თქმა, რომ მან შეუძლებელი შეძლო. მაგრამ ხომ იცით, ფეხბურთში ასეთებიც ხდება. დღეს გმირი ხარ, ხვალ კი - ურჩხული.“ - აღნიშნა „ჩელსის“ ექს-მცველმა, რომელიც ამჟამად „რეალში“ თამაშობს.