ავტორიზაცია

"კლუბის და ფეხბურთელის სურვილები ზოგჯერ განსხვავდება", - დე იონგმა მანჩესტერში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

"კლუბის და ფეხბურთელის სურვილები ზოგჯერ განსხვავდება", - დე იონგმა მანჩესტერში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
თარიღი 21 სექ 2022, 22:59

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონაში“ დარჩენის სურვილზე და კლუბის მიერ მისი გაყიდვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

ზაფხულში კატალონიელებმა მისი ტრანსფერი „მან იუნაიტედთან“ შეათანხმეს, თუმცა გარიგება იმის გამო ჩაიშალა, რომ ფეხბურთელმა „კამპ ნოუს“ დატოვება არ მოინდომა.

„მე ყოველთვის ბარსელონაში მინდოდა დარჩენა. ამიტომ, მთელი ზაფხული აბსოლუტურად მშვიდად ვიყავი.

არ შემიძლია დეტალების გასაჯაროვება. კლუბს თავისი სურვილი ჰქონდა, მე ჩემი, ხომ იცით... ზოგჯერ, ეს სურვილები განსხვავდება. მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.“ - აღნიშნა ნახევარმცველმა.

„სასტარტოში ვერ მოხვედრა? როცა ცოტას ვთამაშობ, ცხადია, ეს მემჩნევა. საქმე ტექნიკას არ ეხება, რადგან შენ ნებისმიერ შემთხვევაში იცი ფეხბურთის თამაში. ძირითადად, ყველაფერი ფიზიკას უკავშირდება.“ - დაასრულა ნიდერლანდელმა.