ავტორიზაცია

როდრიგო: "რომელმა უფრო გამახარა, ლა ლიგამ თუ ჩემპიონთა ლიგამ?"

როდრიგო: "რომელმა უფრო გამახარა, ლა ლიგამ თუ ჩემპიონთა ლიგამ?"
თარიღი 21 სექ 2022, 23:04

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა შემტევმა, როდრიგო გოესმა, გასული სეზონის წარმატებები შეადარა ერთმანეთს.

დედაქალაქურმა კლუბმა ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე მიაღწია წარმატებას, რაშიც როდრიგომაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებამ უდიდესი სიხარული მომიტანა. რომელმა უფრო გამახარა? ორივე დიდებული და სასიხარულო იყო, მაგრამ ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის ცოტა უფრო მეტად განსაკუთრებული იყო.

ვფიქრობ, ამ სეზონშიც შეგვიძლია ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება. მგონია, რომ ჩვენთვის ეს შესაძლებელია.“ - აღნიშნა ვინგერმა 433-თან ინტერვიუში.

ეს სეზონი „რეალმა" საუცხოოდ დაიწყო და ჩატარებული 9 შეხვედრიდან 9-ვეს მოგება მოახერხა.