ავტორიზაცია

უეფა ახალი ტურნირის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპის სუპერთასს შეცვლის - ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას?

უეფა ახალი ტურნირის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპის სუპერთასს შეცვლის - ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას?
თარიღი:  21 სექ 2022, 23:08

უეფას სურს ახალი ტურნირი შექმნას, რომელშიც ევროთასებისა და MLS-ის გამარჯვებული კლუბები მიიღბენ მონაწილეობას.

როგორც The Guardian იტყობინება, ამჟამად უეფა ახალი ტურნირის შექმნის იდეას განიხილავს, რომელიც ევროპის სუპერთასს ჩაანაცვლებს, რომელშიც ახალი სეზონის სტარტზე, ერთმატჩიან ფორმატში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებულები უპირისპირდებიან.

სავარაუდოდ, ახალ ტურნირს ოთხი მონაწილე ეყოლება - ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და კონფერენც ლიგის გამარჯვებული და ასევე გუნდი, რომელიც MLS-ს მოიგებს. უეფა ამერიკულ ბაზარს ძალიან პერსპექტიულად მიიჩნევს ფეხბურთის განვითარების კუთხით.

გარდა ამისა, ორგანიზაცია განიხილავს ჩემპიონთა ლიგის ფინალების ამერიკის კონტინენტზე ჩატარების შესაძლებლობასაც, ამ იდეას „პსჟ-ს“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფიც უჭერს მხარს.

მაგალითისთვის, ეს ახალი ტურნირი წელსვე, გასული სეზონის შედეგად რომ ტარდებოდეს, მასში შემდეგი გუნდები მიიღებდნენ მონაწილეობას: „რეალ მადრიდი“, „აინტრახტ ფრანკფურტი“, „რომა“ და „ნიუ-იორკ სიტი“.