ავტორიზაცია

პედრი: "შეუძლია თუ არა ბარსელონას ამ რეალისთვის კონკურენციის გაწევა?"

პედრი: "შეუძლია თუ არა ბარსელონას ამ რეალისთვის კონკურენციის გაწევა?"
თარიღი 21 Sep 2022, 23:14

პედრის მიაჩნია, რომ „ბარსელონას“ ამ სეზონში „რეალთან“ ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია.

ორივე გუნდმა პრიმერა დივიზიონი საუცხოოდ დაიწყო - „ბარსას“ 5 გამარჯვება და 1 ფრე აქვს, „რეალმა“ კი ექვსივე ჩატარებული შეხვედრა მოიგო.

შესაძლებელია თუ არა ამ „რეალისთვის“ კონკურენციის გაწევა? კი, თუ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ბოლო დროს ვაკეთებთ - გამარჯვებებს და სამი ქულის მოპოვებას.

სეზონი ხანგრძლივი იქნება, ქულები შეიძლება ყველამ დაკარგოს. რატომაც არა? მათაც შესაძლოა ქულები დაკარგონ. მითუმეტეს, შუა სეზონში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.“ - აღნიშნა ახალგაზრდა ესპანელმა.