ავტორიზაცია

"ძვირფასო კრიშტიანუ, კარგად მომისმინე", - ანტონიო კასანო კრიშტიანუ რონალდუს კრიტიკას არ ეშვება

"ძვირფასო კრიშტიანუ, კარგად მომისმინე", - ანტონიო კასანო კრიშტიანუ რონალდუს კრიტიკას არ ეშვება
თარიღი 21 სექ 2022, 23:33

კრიშტიანუ რონალდუმ ანტონიო კასანო მომღერალ ტოტო კუტუნიოს შეადარა.

„ძვირფასო კრიშტიანუ, გაინტერესებს? მაშინ ყურადღებით მისმინე: შენ ძლიერი ხარ, ბევრი მოიგე, ფენომენალური ხარ, მაგრამ მუდმივად მეორე ხარ.

იცი, ჩემი აზრით, ვის ჰგავხარ? ტოტო კუტუნიოს, მუდმივად მეორეს.“ - აღნიშნა იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდმა Rai 2-ის პირდაპირ ეთერში.

ტოტო კუტუნიო - იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორია, ევროვიზია 1990-ს გამარჯვებული, ან სიმღერის იტალიურ ფესტივალზე მეორე ადგილი 6-ჯერ დაიკავა.

კარიერის დასრულების შემდეგ კასანო კრიშტიანუ რონალდუს პრესიდან მუდმივად აკრიტიკებს და სულ გამომწვევად საუბრობს მასზე, თუმცა პორტუგალიელისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მიუღია.