ავტორიზაცია

"პელე ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ მე სხვა კუმირი მყავს", - როდრიგო

"პელე ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ მე სხვა კუმირი მყავს", - როდრიგო
თარიღი 21 სექ 2022, 23:35

მადრიდის „რეალის“ შემტევმა, როდრიგო გოესმა, ნეიმარის და პელეს დონეზე ასვლის სურვილი გამოთქვა.

„ყოველთვის თავდაუზოგავად ვმუშაობ, რომ მათ დონეს მივაღწიო, ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან.

პელე ჩვენი სპორტის სახეობის ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია.

თუმცა, ჩემი კუმირი - ნეიმარია.“ - აღნიშნა „რეალის“ ბრაზილიელმა შემტევმა.

როდრიგო მადრიდის „რეალში“ ბრაზილიური „სანტოსიდან“ 2019 წელს 45 მლნ ევროდ გადავიდა და ესპანური გუნდის მაისურით 115 ჩატარებულ შეხვედრაში 21 გოლი და 23 საგოლე გადაცემა მიითვალა.