ავტორიზაცია

კიელინი: "მაგუაიერი მეცოდება, ის რომ მასში ამხელა თანხა გადაიხადეს - მისი ბრალი არ არის"

კიელინი: "მაგუაიერი მეცოდება, ის რომ მასში ამხელა თანხა გადაიხადეს - მისი ბრალი არ არის"
თარიღი 21 სექ 2022, 23:55

ლეგენდარულმა ჯორჯო კიელინიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი, ჰარი მაგუაიერი კრიტიკისგან დაიცვა.

„მაგუაიერი მეცოდება, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ზედმეტად ბევრს სთხოვენ. 

მხოლოდ იმის გამო, რომ „მან იუნაიტედმა“ მასში 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ის მსოფლიოს საუკეთესო მცველი ყველა მატჩში უნდა იყოს? ეს არასწორია. სატრანსფერო ღირებულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელზეც ვერ იქონიებ გავლენას. ფასი - ფეხბურთელის ბრალი არ არის.

მაგუაიერი და სტოუნსი - კარგი წყვილია. კარგი, შეიძლება ჰარი არ არის რიო ფერდინანდი, მაგრამ ის საკმარისად კარგია. 

სანაკრებო მატჩების დროს მაგუაიერის მიმართ სტვენა არც ინგლისის ნაკრებს ადგება. თუ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გინდა, მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან პრობლემა არ უნდა გქონდეს, მაგუაიერი კი ნამდვილად ერთ-ერთი ასეთია.“ - აღნიშნა კიელინიმ.