ავტორიზაცია

დემბელე: "კარიერის ხუთი წელი ტყუილად დავკარგე"

დემბელე: "კარიერის ხუთი წელი ტყუილად დავკარგე"
თარიღი 21 სექ 2022, 23:58

„ბარსელონას“ ვინგერი, უსმან დემბელე ფიქრობს, რომ კარიერის 5 წელი ტყუილად დაკარგა.

„ახალგაზრდა ვიყავი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი. შეიძლებოდა სადმე წავსულიყავი, მაგრამ არც ისე ხშირად. ისეც არა, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ.

მუდმივად ვიღებდი უკანა ბარძაყის ტრავმას. რაც არ უნდა მომხდარიყო, მუშაობა უნდა გამეგრძელებინა. სულ მიმეორებდნენ: „თუ მუშაობას არ გააგრძელებ, სტაგნაცია დაიწყება. საკუთარ თავს ავნებ, თუ არ გაუმჯობესდები.

შემდეგ კი, კუმანის დროს, ყველაფერი უცებ შეიცვალა. ხავისთან ერთად კიდევ უფრო უკეთესი გახდა. მას შემდეგ ტრავმებიც არ მქონია - თითები გადავაჯვარედინე. მუშაობას ვაგრძელებთ და ყველაფერი კარგადაა. თავს „ბარსაში“ საუცხოოდ ვგრძნობ და მგონია, რომ მთელი გუნდი და კლუბი ჩემში დარწმუნებულია.

კარიერის ხუთი წელი ტყუილად დავკარგე, მაგრამ ახლა ყველა ისევ ფეხბურთზე ლაპარაკობს და ასე გაცილებით უკეთესია.“ - აღნიშნა ფრანგმა.