ავტორიზაცია

მაურისიო პოჩეტინო პრემიერ ლიგაში დაბრუნებას აპირებს

მაურისიო პოჩეტინო პრემიერ ლიგაში დაბრუნებას აპირებს
თარიღი 22 სექ 2022, 12:42

"ტოტენჰემისა" და "პსჟ"-ს ყოფილ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს სურს ინგლისის პრემიერ ლიგაში მწვრთნელის რანგში დაბრუნება.

ESPN-ის ცნობით, 50 წლის არგენტინელი სპეციალისტი ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებას განიხილავს, მიუხედავად ჭორებისა, რომ არგენტინელს შესაძლოა ლიგა 1-ის კიდევ ერთი კლუბს, "ნიცას" უხელმძღვანელოს. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოტენჰემის ხელმძღვანელობამ განიხილა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სპეციალისტის დანიშვნა, მაგრამ ტოტენჰემის მოქმედმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააქარწყლა ჭორები გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოჩეტინოს სხვა ვარიანტი ინგლისში იყო ჩელსი, მაგრამ ლურჯებმა არჩევანი ბრაიტონის ყოფილ მთავარ მწვრთნელზე გრემ პოტერს გააკეთეს.