ავტორიზაცია

ჯუდ ბელინგემმა არჩევანი გააკეთა - ინგლისელს ახალ კლუბში გადასვლა 2023 წლის ზაფხულში სურს

ჯუდ ბელინგემმა არჩევანი გააკეთა - ინგლისელს ახალ კლუბში გადასვლა 2023 წლის ზაფხულში სურს
თარიღი 22 სექ 2022, 13:05

დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველს ჯუდ ბელინგჰემს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ხოსე ალვარეს გაიამ ტელეკომპანია El Chiringuito-ს ეთერში განაცხადა.

"ამ ფეხბურთელით მადრიდის რეალი დაინტერესებულია, მას მომავალ ზაფხულში ტრანსფერის შესახებ უკვე დაუკავშირდნენ. ბელინგჰემმა დადებითი პასუხი გასცა.

ინგლისის წყაროებმა მითხრეს, რომ ბელინგემს სურს მადრიდის რეალში თამაში, მიუხედავად  მანჩესტერ სიტის შეთავაზებისა . მითხრეს, რომ მანჩესტერ სიტი სერიოზულად ცდილობს ნახევარმცველისთვის ბრძოლას.

მანჩესტერ სიტი მანჩესტერში მის ოჯახს ესაუბრა, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ფეხბურთელს ჯერ მადრიდის რეალისგან შემოთავაზების მოსმენა სურდა. თუ მოლაპარაკებები კარგად წარიმართება, ის მომავალ სეზონში მადრიდში ითამაშებს“, - განაცხადა გაიამ.

გავრცელდა ინფორმაცია , რომ დორტმუნდის ბორუსია 2023 წლის ზაფხულში 19 წლის ნახევარმცველისთვის 150 მილიონ ევროს მოითხოვს. ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს ასევე ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი იჩენენ.