ავტორიზაცია

რეალი მბაპეს მოღალატედ მიიჩნევს და თვლის, რომ ფრანგმა ბლანკოსთან მოლაპარაკების პროცესით ისარგებლა

რეალი მბაპეს მოღალატედ მიიჩნევს და თვლის, რომ ფრანგმა ბლანკოსთან მოლაპარაკების პროცესით ისარგებლა
თარიღი 22 სექ 2022, 17:25

მადრიდის "რეალი" მომავალში პსჟ-ს თავდამსხმელის კილიან მბაპეს კანდიდატურას დაბრუნებას არ აპირებს . 

სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგ თავდამსხმელს მოღალატედ მიიჩნევს, იუწყება El Debate.

წყაროს ცნობით, მადრიდის რეალს ესმის, რომ მბაპემ ისარგებლა მადრიდელებთან მოლაპარაკების პროცესით, რათა პსჟ-ში რეკორდული ხელფასი მიეღო. სამეფო კლუბმა შემტევი ხაზის ახალი კანდიდატის შერჩევა უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალი აღშფოთებულია იმით, თუ როგორ აცნობა მბაპემ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინ პერესს პსჟ-ში დარჩენის შესახებ.  გარდა ამისა, მადრიდის რეალში მიაჩნიათ, რომ კლუბის გულშემატკივრები მბაპეზე არიან გაბრაზებულები და არ მიიღებენ ფეხბურთელს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა.