ავტორიზაცია

გალიანი რონალდინიოს აკრიტიკებს: "მუსიკის, მშვენიერი სქესის და ცივი ლუდის ასეთი მოყვარული რომ არ ყოფილიყო"

გალიანი რონალდინიოს აკრიტიკებს: "მუსიკის, მშვენიერი სქესის და ცივი ლუდის ასეთი მოყვარული რომ არ ყოფილიყო"
თარიღი 22 სექ 2022, 18:56

"მილანის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანმა , რომელიც ახლა "მონცას" მსგავს პოზიციაზე ხელმძღვანელობს, ისაუბრა კლუბის ყოფილ თავდამსხმელ რონალდინიოზე , ისევე როგორც სხვა ბრაზილიელ ფეხბურთელებზე. 

"ძალიან საინტერესო იყო რონალდინიოსა და რონალდუს მილანელოში ვარჯიშის ყურება. რონალდინიოს მხოლოდ ერთ რამეში ვადანაშაულებ, ის ზედმეტად ხალისიანი იყო, როგორც ბევრი ბრაზილიელი.

მუსიკის, მშვენიერი სქესის და ცივი ლუდის ასეთი მოყვარული რომ არ ყოფილიყო, 60 წლამდე შეეძლო ეთამაშა. იგივე ეხება რონალდუს - ფენომენოს, ადრიანოს ან თუნდაც რივალდოს.

რონალდინიოს ოსტატობა წარმოუდგენელი იყო. ბრაზილიელები ევროპელების მსგავსად კონცენტრირებულები რომ ყოფილიყვნენ, მსოფლიოს ყველა ჩემპიონატს მოიგებდნენ და მხოლოდ ხუთი აქვთ“, - თქვა გალიანიმ.