ავტორიზაცია

ლიგა 1-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ოფიციალურად გახდა ცნობილი

ლიგა 1-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ოფიციალურად გახდა ცნობილი
თარიღი 22 სექ 2022, 21:11

ნეიმარი აგვისტოს თვის ლიგა 1-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სეზონის პირველი თვე ბრაზილიელმა საუცხოო დონეზე ჩაატარა და საუკეთესო პერიოდის ფორმა დაიბრუნა.

კერძოდ, აგვისტოში გამართულ 5 შეხვედრაში, ნეიმარმა თავი ყველაში გამოიჩინა და ჯამში 7 გოლი გაიტანა და ასევე, 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ჯამურად, 30 წლის ფეხბურთელს ლიგა 1-ს 8 მატჩში უკვე 8 გოლი და 7 ასისტი აქვს და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ამ ჯილდოზე პრეტენზიას ლეო მესიც ამყარებდა, რომლისთვისაც მოგების შემთხვევაში აღნიშნული პრიზი კარიერაში პირველი იქნებოდა.