ავტორიზაცია

გალიანი: "რომ შემეძლოს, შეხვედრისას რონალდინიოს კარგად ვცემდი"

გალიანი: "რომ შემეძლოს, შეხვედრისას რონალდინიოს კარგად ვცემდი"
თარიღი 22 სექ 2022, 21:23

„მილანის“ ექს-დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ, რონალდინიო დაახასიათა.

„რომ შემეძლოს, შეხვედრისას კარგად ვცემდი, მისი კლასი უბრალოდ უსაზღვრო იყო.

დინიო, როგორც სხვა ბრაზილიელები, ძალიან გართული იყო მოედნის ფარგლებს გარეთ: მას უყვარდა ლამაზი სქესის წარმომადგენლები და ყინულიანი ლუდი, წინააღმდეგ შემთხვევაში 60 წლამდე ითამაშებდა. რონალდინიოს წმინდა კლასი უბრალოდ შეუდარებელი იყო.

იგივე შემთხვევა გვქონდა რივალდოსთანაც - კიდევ ერთი საუცხოო ფეხბურთელი, რომელსაც კარგი ცხოვრება ძალიან იზიდავდა.“ - აღნიშნა „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად „მონცაში“ მუშაობს.

რონალდინიო „მილანში“ 2008-2011 წლებში თამაშობდა.