ავტორიზაცია

რამდენის გადახდა მოუწია გასულ სეზონში მანჩესტერს სოლსკიაერისა და რანგნიკისთვის?

რამდენის გადახდა მოუწია გასულ სეზონში მანჩესტერს სოლსკიაერისა და რანგნიკისთვის?
თარიღი 22 სექ 2022, 21:30

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე-გუნარ სოლსკიაერს და რალფ რანგნიკს გასულ სეზონში სოლიდური კომპენსაცია გადაუხადა.

ნორვეგიელი სპეციალისტი გუნდიდან გასული წლის ნოემბერში გაუშვეს. გამომდინარე იქიდან, რომ იქამდე სამი თვით ადრე, სოლსკიაერმა ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბს მისთვის სოლიდური თანხის გადახდა მოუწია.

რაც შეეხება რანგნიკს, მან გუნდი სოლსკიაერის გაშვების შემდეგ ჩაიბარა დროებითი მწვრთნელის სტატუსით და, სეზონის ბოლოს, მრჩევლის პოზიციაზე უნდა გადასულიყო.

თუმცა, შემდეგ რანგნიკმა ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შემოთავაზება მიიღო, რის გამოც „იუნაიტედმა“ მისი მრჩევლის სტატუსით შენარჩუნებაზე უარი თქვა.

ჯამურად, რანგნიკმა და სოლსკიაერმა გასულ სეზონში „იუნაიტედისგან“ კონტრაქტის ნაადრევი გაწყვეტისთვის 24.7 მილიონი ფუნტი მიიღეს.