ავტორიზაცია

"შედარებები არ მიყვარს", - რონალდინიომ ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო ვერ უწოდა

"შედარებები არ მიყვარს", - რონალდინიომ ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო ვერ უწოდა
თარიღი 22 სექ 2022, 21:33

რონალდინიომ ლეო მესისთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მინიჭებისგან თავი შეიკავა.

მესი და რონალდინიო „ბარსაში“ ერთად 2004-2008 წლებში თამაშობდნენ, შემდეგ კი ბრაზილიელი „მილანში“ გადავიდა, როცა კატალონიური გუნდი ხოსეპ გვარდიოლამ ჩაიბარა.

არის თუ არა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

რთული შეკითხვაა, რადგან ფეხბურთელი ძალიან ბევრი იყო. შედარებები არ მიყვარს. პელე, მარადონა და ასე შემდეგ. თავის დროში, ყველა საუკეთესო იყო.“ - აღნიშნა ბრაზილიელმა.