ავტორიზაცია

კილიან მბაპესთვის რეალის კარი სამუდმოდ დაიხურა - ამას ორი მიზეზი აქვს

კილიან მბაპესთვის რეალის კარი სამუდმოდ დაიხურა - ამას ორი მიზეზი აქვს
თარიღი 22 სექ 2022, 21:43

მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს გუნდში მოყვანას აღარ შეეცდება.

როგორც ესპანური გაზეთი El Debate წერს, მადრიდული კლუბი ფრანგი ფეხბურთელის კანდიდატურას აღარ მიუბრუნდება, რადგან გასულ ზაფხულს ნათქვამ უარს ღალატად მიიჩნევს. ამჟამად, „რეალი“ სამომავლოდ შეტევის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

„რეალში“ ფიქრობენ, რომ მბაპემ და მისმა ოჯახმა მათი სახელი გამოიყენეს, რათა „პსჟ-სგან“ მაქსიმალურად კარგი კონტრაქტი მიეღოთ და რეალურად, მათთან გადასვლაც არც განიხილავდნენ.

ამრიგად, მადრიდელები მბაპეს ორი მიზეზით არ მიუბრუნდებიან: პირველ რიგში, კლუბი შეურაცხყოფილი დარჩა იმ მანერით, რომლითაც ფეხბურთელმა ფლორენტინო პერესს „პსჟ-ში“ დარჩენა შეატყობინა. მბაპემ პრეზიდენტს მოკლე-ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და არც კი დარეკვა.

მეორე მიზეზი კი ქომაგები არიან - „რეალი“ ფიქრობს, რომ გულშემატკივრები უარის შემდეგ მბაპესთან დაბრუნებას ვერ გაიგებენ.

თავად კილიანი „რეალთან“ დისტანციურ „ფლირტს“ აგრძელებს და მადრიდულ კლუბს ხან თავის მეორე სახლად ასახელებს, ხან კი ამბობს, რომ ამ გუნდთან განსაკუთრებული მიზიდულობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იქ არასდროს უთამაშია.