ავტორიზაცია

დორტმუნდმა ბელინგემის ფასი დაასახელა, ფეხბურთელმა კი სასურველი კლუბი უკვე შეარჩია

დორტმუნდმა ბელინგემის ფასი დაასახელა, ფეხბურთელმა კი სასურველი კლუბი უკვე შეარჩია
თარიღი 22 სექ 2022, 21:56

„ბორუსია დორტმუნდის“ ინგლისელ ნახევარმცველს კარიერის გაგრძელების პრიორიტეტები აქვს.

როგორც გადაცემა El Chiringuito-ში ჟურნალისტმა ხოსე ალვარეს გაიამ განაცხადა, ფეხბურთელს მადრიდის „რეალში“ სურს გადასვლა.

„რეალი“ ინგლისელით თავადაც ინტერესდება და ფეხბურთელს მომავალი ტრანსფერის თაობაზე დაეკონტაქტნენ კიდეც, რა დროსაც დადებითი პასუხი მოისმინეს.

„მიუხედავად ინგლისური გრანდების ინტერესისა, ბელინგემს მადრიდის „რეალში“ სურს გადასვლა. მითხრეს, რომ „სიტი“ მის ოჯახს გაესაუბრა, თუმცა პასუხად მიიღო ის, რომ ფეხბურთელს პირველ რიგში „სამეფო კლუბის“ შემოთავაზების მოსმენა სურს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, ბელინგემი „რეალში“ ითამაშებს.“ - აღნიშნა გაიამ.

„რეალის“ და „სიტის“ გარდა, ფეხბურთელით „ლივერპული“ და „ჩელსიც“ ინტერესდებიან, „ბორუსია“ კი მას 150 მილიონ ევროდ აფასებს.