ავტორიზაცია

გრილიში: "ვიცოდი, რომ სიტიში გადასვლის შემდეგ დამცინებდნენ, თუ ჰოლანდისნაირი სტარტი არ მექნებოდა"

გრილიში: "ვიცოდი, რომ სიტიში გადასვლის შემდეგ დამცინებდნენ, თუ ჰოლანდისნაირი სტარტი არ მექნებოდა"
თარიღი 22 სექ 2022, 22:01

ჯეკ გრილიშმა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემდეგ მის მიმართ წამოსულ კრიტიკაზე ისაუბრა.

„ჩემი მამა ან დედა რომ მაკრიტიკებდნენ, უფრო ყურადღებით მოვისმენდი. მაგრამ ზოგჯერ რაღაცებს წერს უბრალო ხალხი, რომლებიც ტვიტერში ან ინსტაგრამში დამცინიან. ასეთი სიტუაციები საერთოდ არ მაღელვებს.

ვფიქრობ, ეს შედის კომპლექტში, როცა ნაკრებში და ინგლისურ კლუბში თამაშობ. არამგონია, რომ ამის მსხვერპლი მხოლოდ მე ვიყო - ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია. ჩვენ უბრალოდ ამის მართვა უნდა ვისწავლოთ. რა თქმა უნდა, მისაჩვევად დრო დამჭირდა.

როცა „მან სიტიში“ გადავედი და ყველამ გაიგო, რა დაჯდა ტრანსფერი (100 მლნ ევრო), ვიცოდი, რომ დამცინებდნენ, თუ სტარტი ისეთივე არ მექნებოდა, როგორიც ერლინგ ჰოლანდს. ალბათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში არ გამაკრიტიკებდნენ.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ აქ ვიჯდე და ვამტკიცო, რომ ჩემზე არაფერი მოქმედებს, იმიტომ რომ ზოგჯერ კარგად მხვდება ხოლმე. მაგრამ 27 წლის ბიჭი ვარ და ამასთან გამკლავება უნდა ვისწავლო.“ - აღნიშნა ინგლისელმა.