"ჯილდოები მომენატრა", - რონალდუ მორიგი პრიზის მიღების შემდეგ
კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირის პრიზი გადასცეს.
პორტუგალიელმა ფორვარდმა ნაკრებში გამართულ 189 მატჩში 117 გოლი გაიტანა და ირანელ ალი დაეის გადაუსწრო, რომელიც იმ დრომდე ამ წოდებას 109 გოლით იკავებდა.
„მოხარული ვარ, ჯილდოები უკვე მომენატრა.
ვამაყობ იმ ფეხბურთელებით, ვისთანაც მითამაშია და ვისთანაც აწი ვითამაშებ.“ - აღნიშნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა.