ავტორიზაცია

"როცა დავინახე რამდენად სერიოზული იყო ბარსას ინტერესი, მივხვდი, რომ რეალზე ყველანაირ ჭორზე რეალური იყო", - ლევანდოვსკი

"როცა დავინახე რამდენად სერიოზული იყო ბარსას ინტერესი, მივხვდი, რომ რეალზე ყველანაირ ჭორზე რეალური იყო", - ლევანდოვსკი
თარიღი 22 სექ 2022, 23:31

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონაში“ ტრანსფერი დეტალურად გაიხსენა.

თავდამსხმელი კატალონიურ გუნდში „ბაიერნიდან“ 45+5 მილიონ ევროდ ამ ზაფხულს გადავიდა.

„როცა დავინახე, რამდენად სერიოზულად იყო კლუბი განწყობილი ჩემ შეძენაძე, მივხვდი, რომ ეს ტრანსფერი გაცილებით რეალურია, ვიდრე ნებისმიერი იმ ჭორებიდან, რომელიც „რეალში“ შესაძლო გადასვლას უკავშირდებოდა.

ეს სიახლე მრავალი წელი მომცემს საშუალებას დაღლა არ ვიგრძნო. მას არც გერმანიაში ვრძნობდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ნებისმიერ სეზონში შეიძლებოდა დამდგარიყო.

ესპანეთში ცხოვრება და ლა ლიგაში თამაში ჩემი ოცნება იყო, არამარტო სპორტული, არამედ პირადი თვალსაზრისითაც.“ - აღნიშნა ლევანდოვსკიმ.