ავტორიზაცია

გოგონას ხელი კრა და წააქცია - დავიდ სილვა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და დააჯარიმა სხვა 2 მამაკაცთან ერთად

გოგონას ხელი კრა და წააქცია - დავიდ სილვა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და დააჯარიმა სხვა 2 მამაკაცთან ერთად
თარიღი 22 სექ 2022, 23:35

დავიდ სილვა მასპალომასში გასულ ზაფხულს გამართული კარნავალის დროს ჩხუბის გამო დააჯარიმეს.

ინციდენტი 19 ივნისს მოხდა. კონფლიქტის დროს, 36 წლის ფეხბურთელმა, ერთ-ერთ დაზარალებულ გოგონას ხელზე მოქაჩა, შემდეგ ხელი კრა, რამაც მისი დავარდნა გამოიწვია.

გოგონამ რამდენიმე დაზიანება მიიღო და სასამართლომ „სოსიედადის“ ნახევარმცველი 1080 ევროთი დააჯარიმა.

ამ ჩხუბში მონაწილეობდა სილვას ძმაც, რომელსაც ბრალი დაედო იმაში, რომ მან მამაკაცს სახეში ხელი გაარტყა და მის ცემას მიწაზე დაცემის დავარდნის შემდეგაც აგრძელებდა. გარდა ამისა, ის დამნაშავედ სცნეს კონფლიქტის მონაწილე სხვა გოგონაზე თავდასხმაშიც. 

მესამე ბრალდებულს ბრალი იმაში წაუყენეს, რომ მან მამაკაცს თავში ქვა მოარტყა და დაზარალებულს ოპერაცია დასჭირდა, სხვა მამაკაცს ეს მესამე ბრალდებული დანით ემუქრებოდა და საბოლოოდ, მას 8-თვიანი ციხე და ფულადი ჯარიმა დააკისრეს.