ავტორიზაცია

"რატომ არ იყიდა კვარაცხელია მილანმა?" - კახა კალაძის კომენტარი

"რატომ არ იყიდა კვარაცხელია მილანმა?" - კახა კალაძის კომენტარი
თარიღი 23 სექ 2022, 10:52

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე "იმედთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

"სასიხარულოა, რომ დავითაშვილის, მამარდაშვილის, კვარაცხელიას სახით ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

კვარაცხელია იტალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბშია და მსურს, ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. კლუბი ყველანაირად ხელს შეუწყობს, რომ კიდევ განვითარდეს. რაც მთავარია, კვარაცხელიამ იცის შრომის ფასი.

გატუზომ მის შესახებ ბევრი რამ მკითხა. ინტერესი მილანიდანაც იყო, თუმცა ყიდვისგან თავი შეიკავეს. მითუმეტეს, ხვიჩას პოზიციაზე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ლეაო ჰყავთ", - განაცხადა კალაძემ.