ავტორიზაცია

მბაპე საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა

მბაპე საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა
თარიღი 23 სექ 2022, 11:20

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში 28-ე გოლი გაიტანა.

ეს მოხდა 22 სექტემბერს ერთა ლიგის მატჩში ავსტრიასთან, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საფრანგეთის ნაკრებში მბაპემ 58 მატჩში 28 გოლი გაიტანა და იური ჯორკაეფს დაეწია, რომელმაც 1993 წლიდან 2002 წლამდე 82 მატჩში იგივე რაოდენობის გოლი გაიტანა. ამ გოლის შემდეგ კილიანი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა.

საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ტიერი ანრი გახლავთ (51 გოლი 123 მატჩში). მეორე ადგილზე ოლივიე ჟირუა, მას 113 მატჩში 49 გოლი აქვს გატანილი. მესამე ადგილს ანტუან გრიზმანი იკავებს (109 თამაში, 42 გოლი).