ავტორიზაცია

ვანდა ნარა იკარდისთან დაშორებაზე: "უმჯობესია, ჩემგან გაიგოს ყველამ"

ვანდა ნარა იკარდისთან დაშორებაზე: "უმჯობესია, ჩემგან გაიგოს ყველამ"
თარიღი 23 სექ 2022, 13:31

ვანდა ნარამ თურქული "გალათასარაის" თავდამსხმელთან მაურო იკარდისთან დაშორების შესახებ გამოაცხადა.

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ მომენტის განცდა. მაგრამ მედიაში გავრცელებული სპეკულაციების გათვალისწინებით, უმჯობესია, ეს ჩემგან გაიგოს ყველამ. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ თემაზე და არ მინდა რაიმე დეტალის გამხელა, ამ დაშორების შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ არა მარტო ჩემი, არამედ ჩვენი შვილების მდგომარეობა “, - წერს არგენტინელის მეუღლე და აგენტი სოციალურ ქსელში.

ვანდა და იკარდი 2014 წელს დაქორწინდნენ, წყვილს ჰყავს ორი შვილი და კიდევ სამი ნარას წინა ქორწინებიდან ფეხბურთელ მაქსი ლოპესთან.

პსჟ-ს თავდამსხმელის ვანდასთან დაშორება სულ მცირე ორჯერ დაფიქსირდა - 2021 წლის ოქტომბერში და ამ წლის აგვისტოში . თუმცა, მაშინ წყვილმა შერიგების შესახებ განაცხადა.

2021 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია , რომ იკარდიმ, რომელიც იჯარით თამაშობს გალათასარაიში, გადასცა ვანდას მთელი თავისი შემოსავალი და აქტივები 2050 წლამდე, რათა გადაერჩინა ქორწინება.