ავტორიზაცია

Transfermarkt: ახალი რეკორდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - მამარდაშვილის ფასი გაორმაგდა

Transfermarkt: ახალი რეკორდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - მამარდაშვილის ფასი გაორმაგდა
თარიღი 23 სექ 2022, 14:17

გიორგი მამარდაშვილმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

ცნობილმა სპორტულმა სააგენტო Transfermarkt-მა "ვალენსიას" მეკარის ფასი შეცვალა და 10 მილიონიდან 20 მილიონ ევრომდე გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რეკორდი ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნოდა, რომელის ღირებულება 2021 წელს ყაზანის "რუბინში" თამაშის დროს 18 მილიონი ევროს შეადგენდა.

მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 მატჩი ჩაატრა და ორ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი