საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია დაამარცხა - B დივიზიონი და ფლეი-ოფი გარანტირებულია

უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია 2:0 დაამარცხა.
პირველი ნახევარის სტარტზე სტუმრები უფრო მწვავედ უტევდნენ, თუმცა გიორგი მამარდაშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. 35-ე წუთზე კვარაცხელიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, საჯარიმოში შეაღწია და ბოიან მიოვსკის საკუთარ კარში გაატანინა.
მეორე ნახევარში გუნდები უფრო მწვავედ მოქმედებას სცდილობდნენ, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მოედნის ცენტრში ბურთი მოიპარა და მეტოქის საჯარიმოში კვარაცხელიას გაატანინა.
საქართველომ ამ გამარჯვებით ჯგუფის გამარჯვებული გახდა და B დივიზონში დაწინაურებასთან ერთად, ერთა ლიგის ფლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 26 სექტემბერს სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ ითამაშებს.