ავტორიზაცია

"მთელი ცხოვრებაა ვგულშემატკივრობ", - ერლინგ ჰოლანდმა ბავშვობის საყვარელი გუნდი დაასახელა

"მთელი ცხოვრებაა ვგულშემატკივრობ", - ერლინგ ჰოლანდმა ბავშვობის საყვარელი გუნდი დაასახელა
თარიღი 23 სექ 2022, 23:57

ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგის მამა, ალფ-ინგე ჰოლანდიც „სიტიში“ თამაშობდა 2000-2003 წლებში, სანამ მძიმე ტრავმის გამო კარიერის დასრულება მოუწევდა.

„მთელი ბავშვობაა „მან სიტის“ ვგულშემატკივრობ, იქ მამაჩემი თამაშობდა და ასე შემდეგ.

14 გოლი გავიტანე და სეზონი ღირსეულად დავიწყე. კლუბზე არჩევანი ფეხბურთელების, მწვრთნელის და სხვა ასპექტების გამო შევაჩერე. ეს არის სწორედ ის, რაზეც ვფიქრობდი.

ბოლოს და ბოლოს, მე ყოველთვის „მან სიტის“ ქომაგი ვიყავი და აქ გადმოსვლით, მინდა მაქსიმალურად განვვითარდე და საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე.“ - აღნიშნა ნორვეგიელმა ფორვარდმა.