ავტორიზაცია

დანი ალვეში: "რაც ბარსაში აღარ ვარ, შემიძლია ვილაპარაკო - კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მიყვარს"

დანი ალვეში: "რაც ბარსაში აღარ ვარ, შემიძლია ვილაპარაკო - კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მიყვარს"
თარიღი 24 სექ 2022, 00:22

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„კრიშტიანუ ძალიან მიყვარს. ახლა, როცა აღარ ვართ „ბარსელონაში“ და „რეალში“, როგორც ჩანს, ლაპარაკი შემიძლია, როცა ყოველთვის ისე ჩანდა, რომ არ შემეძლო.

რონალდუ ყველას გვიჩვენებს საუკეთესო მაგალითს, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია. კრიშტიანუ გვიჩვენებს ყველას, ვისაც ამხელა ნიჭი არ გააჩნია, რომ ბრძოლით და შრომით საუკეთესოებთანაც შეგვიძლია ბრძოლა.

მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მქონდა საშუალება, ეს მისთვის პირადად მეთქვა. 

საკლუბო დაპირისპირებების გამო, ისეთი პერიოდიც იყო, როცა ერთმანეთს ნორმალურად არც ვესალმებოდით. იყო ერთი შემთხვევა, რომელიც არ გავრცელებულა, მაგრამ ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიაზე, ჩვენ კულისებს მიღმა შევხვდით ერთმანეთს, ყველას მივესალმე და გამოველაპარაკე, მაგრამ ის ჩემთან არ მოსულა, რაც „ბარსელონა“ – „რეალის“ დაპირისპირებით იყო გამოწვეული, რომელიც მოედნის ფარგლებსაც სცდებოდა.

როგორ შეიძლება არ ვცემდე პატივს ფეხბურთელს, რომელმაც ყველაფერს უდიდესი შრომით მიაღწია და ამ საქმეში გული და სული ჩადო?

რონალდუ და მესის შედარება? კრიშტიანუსთან საკუთარ თავს ვაკავშირებ, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, დიდი შრომით იყო მოპოვებული. თუ შედარებაა, მე როგორც ფეხბურთელი უფრო კრიშტიანუსთან ვარ ახლოს, ვიდრე ლეოსთან, იმიტომ რომ ლეო ტალანტად არის დაბადებული.

ის დაიბადა საფეხბურთო ნიჭით და ისეთი ფეხბურთი ითამაშა, როგორიც მხოლოდ მას შეეძლო.“ - აღნიშნა ალვეშმა.