ავტორიზაცია

VIDEO: ევროს ფინალის გამეორება ისევ იტალიამ მოიგო, უნგრეთმა კი სენსაცია გამოაცხო და სიკვდილის ჯგუფის მოგებასთან ახლოსაა

VIDEO: ევროს ფინალის გამეორება ისევ იტალიამ მოიგო, უნგრეთმა კი სენსაცია გამოაცხო და სიკვდილის ჯგუფის მოგებასთან ახლოსაა
თარიღი 24 სექ 2022, 00:47

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-5 ტურში, მესამე ჯგუფში მოვლენები მოულოდნელად განვითარდა.

იტალია 1-0 იტალია

ევრო 2020-ს ფინალის გამეორებაში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისს შინ მოუგო და გარეთ საუთგეიტის გუნდი B ლიგაში ოფიციალურად დააქვეითა.

მატჩის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა და იტალიას გამარჯვება მოუტანა, რომლის დამსახურებითაც რობერტო მანჩინის გუნდმა 8 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მეორე და მესამე ადგილები ამ ფორმატში არაფრით განსხვავდება.

მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთი ტურია დარჩენილი, ინგლისს 2 ქულა აქვს და გერმანიის (6) დაწევის ყველანაირი შანსი დაკარგა.

გერმანია 0-1 უნგრეთი

კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა „რედ ბულ არენაზე“, რომელზეც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა უნგრეთს უმასპინძლა და სენსაციურად დამარცხდა.

ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე ადამ სალაიმ გაიტანა და ჰანსი ფლიკის გუნდს მოულოდნელი მარცხი აგემა.

ამრიგად, უნგრეთმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფი ოფიციალურად მოიგო, რის ხარჯზეც ერთა ლიგის მოგებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

26 სექტემბერს უნგრელები იტალიას უმასპინძლებენ, სადაც მე-3 ჯგუფის გამარჯვებული და ნახევარფინალისტის ვინაობაც ოფიციალურად გაირკვევა, უნგრეთს ფრეც ეყოფა, იტალიას კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.