ვისი დამსახურებაა კვარას ტრანსფერი? - კრისტიან ძაკარდოს კომენტარი
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ "ნაპოლიში" ტრანსფერის ერთ-ერთმა შუამავალმა და საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ძაკარდომ Corriere della Sera-სთან საუბარში ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა.
"ვისი დამსახურებაა კვარას ტრანსფერი? როგორც ყველა გამორჩეული შეთანხმების შემთხვევაში, თავისი წვლილი ყველა ჩართულმა პირმა შეიტანა. მე ჩემი როლი შევეასრულე როგორც შუამავალმა, ამავდროულად ნაპოლის მენეჯერები ურთიერთობაში იყვნენ ფეხბურთელის გარემოცვასთან.
როგორ მოვხვდი საქართველოში? იქ ბევრი მეგობარი მყავს, ხშირად დავდივარ. ეს არის ქვეყანა რომელკიც დიდ ზრდას განიცდის. მე ვიმოქმედე როგორც დამაკავშირებელმა ყველა მხარეს შორის. მე ვარ დარეგისტრიერბული როგორც შუამავალი ფეხბურთის ასოციაციაში.
ხვიჩას დიდი ხანია ვიცნობ და პირველი ვარ ვინც მას ევროპაში წასვლა შევთავაზე. ვიმედოვნებდი, რომ ის კარგად დაიწყებდა, ისევე როგორც, ახლა ვიმედოვნებ, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. მას სწორი მენტალიტეტი აქვს, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ",- თქვა ძაკარდომ.