ავტორიზაცია

ასენსიოს მიმართ ინტერესს ორი იტალიური გრანდი იჩენს

ასენსიოს მიმართ ინტერესს ორი იტალიური გრანდი იჩენს
თარიღი 24 სექ 2022, 21:57

მადრიდის „რეალის“ შემტევმა, მარკო ასენსიომ, კარიერა შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელოს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბი ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციას აკვირდება, რომელსაც „რეალთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშრებს.

ამ ეტაპზე სიტუაცია ისეთია, რომ მადრიდელები 26 წლის ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ, რადგან ფლორენტინო პერესის აზრით, ასენსიოს ეტაპი „რეალში“ დასრულებულია.

„იუვე“ მოხიბლულია ასეთი ფეხბურთელის უფასოდ გადაბირების იდეით, თუმცა ასენსიოს მიმართ ინტერესს „მილანიც“ იჩენს.

როგორც რამდენიმე დღის წინ დაიწერა, მარკოს უფასოდ გადაბირება არც მეტი არც ნაკლები „ბარსელონასაც“ სურს და უკანასკნელ ინტერვიუში, ესპანელმა „კამპ ნოუზე“ გადაბარგების იდეა კატეგორიულად ვერ უარყო.