ავტორიზაცია

"უცნაურია, რომ რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ასეთი სიხარულით აღნიშნა", - პსჟ-ს პრეზიდენტი

"უცნაურია, რომ რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ასეთი სიხარულით აღნიშნა", - პსჟ-ს პრეზიდენტი
თარიღი 24 სექ 2022, 22:41

„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ მადრიდის „რეალი“ სუპერლიგის იდეის გამო გააკრიტიკა.

ევროპული კლუბების ასოციაციის მეთაურს ეუცნაურება, რომ მადრიდის „რეალი“ ასეთი სიხარულით აღნიშნავდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას, მიუხედავად იმისა, რომ უეფას წინააღმდეგ გამოდიოდა.

„უცნაურია, რომ ისინი უეფას ტურნირზე გამარჯვებას ასეთი სიხარულით აღნიშნავენ.

იშვიათად ხდება, რომ უკვე არსებული, ფანტასტიკური საკლუბო ტურნირის წინააღმდეგ გამოდიხარ, მაგრამ მასში მაინც მონაწილეობ და ტიტულის მოგებით სიამოვნებას იღებ.

სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან მაკვირვებს.“ - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ.