ავტორიზაცია

"თუ საბერძნეთი დავამარცხეთ, სხვა გუნდებსაც დავამარცხებთ "- თემურ ქეცბაია

"თუ საბერძნეთი დავამარცხეთ, სხვა გუნდებსაც დავამარცხებთ "- თემურ ქეცბაია
თარიღი 25 სექ 2022, 07:23

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში თემურ ქეცბაიას კვიპროსმა შინ საბერძნეთი დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ქართველი მწვრთნელის დებიუტი შედგა კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში და ქეცბაიამ პირდაპირ ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო.

ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე გავიდა და მასპინძლებისთვის ის გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ქართველმა სპეციალისტმა შეხვედრა შეაფასა და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა.

"როდესაც საბერძნეთს ამარცხებ, ნებას აჩვენებ. წინ რთული შეხვედრა გველოდება კოსოვოში. ახლა დავისვენებთ და იქ კარგი შედეგისთვის წავალთ. რთული იქნება კოსოვოსთან თამაში, მაგრამ ჩვენ იქ წარმატების მისაღწევად ჩავალთ.

ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება და მოვიპოვეთ კიდეც. მე მჯერა ამ ნაკრების. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები. ასევე, ჩემს განკარგულებაში ბევრი გამოცდილი მოთამაშეცაა და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. 

სწორედ ესაა ჩემი არჩევანი, ამ ფეხბურთელებთან რომელებთან ერთადაც კარგი სამუშაო შეიძლება გატარდეს. ჩვენ ვაჩვენეთ მყარი დაცვა, საბერძნეთთან შემტევ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ხმაურიანი სიტყვების თქმა არ მინდა, მაგრამ თუ საბერძნეთი დავამარცხეთ, სხვა გუნდებსაც დავამარცხებთ. ",- თქვა ქეცბაიამ.