ავტორიზაცია

რა გახდა ვანდა ნარას და მაურო იკარდის დაშორების მიზეზი?

რა გახდა ვანდა ნარას და მაურო იკარდის დაშორების მიზეზი?
თარიღი 25 სექ 2022, 07:40

სულ ცოტა ხნის წინ, ვანდა ნარამ თურქული "გალათასარაის" თავდამსხმელთან მაურო იკარდისთან დაშორების შესახებ გამოაცხადა.

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ მომენტის განცდა. მაგრამ მედიაში გავრცელებული სპეკულაციების გათვალისწინებით, უმჯობესია, ეს ჩემგან გაიგოს ყველამ. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ თემაზე და არ მინდა რაიმე დეტალის გამხელა, ამ დაშორების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ არა მარტო ჩემი, არამედ ჩვენი შვილების მდგომარეობა “, - წერდა არგენტინელის მეუღლე და აგენტი სოციალურ ქსელში.

იტალიური Tuttosport-ი წყვილის დაშორების მიზეზებზე წერს. გამოცემის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილების მკიზეზი არგენტინელი მოდელი გახდა.

ვანდა ნარას ადვოკატის ანა როზენფელდის კომენტარი: "დაშორება არ ყოფილა შეთანხმებული. ვანდა მოწყენილია და ცუდ მდგომარეობაშია. მაგრამ მან ეს არჩევანი გააკეთა. ",- თქვა ვანდა ნარას ადვოკატმა.

გამოცემის ინფორმაციით, კონფლიქტი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც იმ დროისთვის მილანის "ინტერის" თავდამსხმელის ცხოვრებაში, არგენტინელი მოდელი ჩინა სუარესი გამოჩნდა, რომელმაც ალტერ ეგოს პოვნა "ბოკა ხუნიორსის" მოთამაშეში მარტინ პაიეროში შეძლო.