ავტორიზაცია

"ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება დავბრუნდე იმაზე ძლიერი ვიდრე აქამდე ვიყავი "- გიორგი ჭიაბრიშვილი

"ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება დავბრუნდე იმაზე ძლიერი ვიდრე აქამდე ვიყავი "- გიორგი ჭიაბრიშვილი
თარიღი 25 სექ 2022, 15:33

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გამოჯანმრთელდა და სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისური გუნდის ვებ-გვერდი წერს და მთავარი მწვრთნელის კომენტარს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჭიაბრიშვილმა დაახლოებით 3 კვირის წინ გულზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ფეხბურთს დროებით ჩამოშორდა. 

"მოგესალმებით ყველას, ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მეხმარება და მხარს მიჭერს.

პირველ რიგში მადლობას ვუხდი, ჩვენი გუნდის სამედიცინო შტაბს, რომელბმაც პირველადი დახმარება აღმომიჩინეს და სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თელავის ავთანდილ ყამაბარაშვილის კლინიკისა და თბილისის ამერიკული ჰოსპიტალის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით კი, ექიმებს ოთო გაბრიჩიძეს, ნინო ჩხაიძეს და ლევან ქარაზანაშვილს.

განსაკუთრებული ​მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, დინამო თბილისს, თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელს, თანამშრომელს, ჩვენს გულშემატკივრებს - ელიტას და მენეჯმენტს, ყველა მათგანისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს ძალიან მაძლიერებს.

​ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვამხნევებდა მე და ჩემს ოჯახს. მადლობას გიხდით ყველას და მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება დავბრუნდე იმაზე ძლიერი ვიდრე აქამდე ვიყავი. იმედი მაქვს სულ მალე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს სტადიონზე.",- წერს სოციალურ ქსელში ჭიაბრიშვილი.