გადაწყდა: ვინ დაიცავს საქართველოს ნაკრების კარს ხვალინდელ მატჩში?
ხვალ გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა და ისიც თქვა, ვინ დაიცავს ნაკრების კარს ხვალინდელ მატჩში.
გიბრალტართან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არა მამარდაშვილს, არამედ გიორგი ლორიას ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ჩრდ.მაკედონიასთან შეხვედრაში ნაკრების კარს მამარდაშვილი იცავდა.