რა თანხას მიიღებენ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის?
ცნობილი გახდა გერმანიის ნაკრების საპრიზო თანხები 2022 წლის მუნდიალისთვის.
ამის შესახებ ოფიციალურად გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) გამოაცხადა.
ჯგუში პირველი ადგილის დაკავებისთვის ბუნდესნაკრების თითოეული ფეხბურთელი 50 ათას ევროს მოიგებს, მეოთხედფინალში გასვლისთვის - 100 ათას ევროს, ნახევარფინალისთვის კი - 150 ათას ევროს.
თუ ნაკრები მესამე დაიკავებს, ფეხბურთელები 200 ათასით დაჯილდოვდებიან, ე.წ. „ვიცე-ჩემპიონობისთვის“ მოთამაშეებს 250 ათასი ერგებათ.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ნაკრები ისტორიაში მეხუთედ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას, ყველა ფეხბურთელის ბიუჯეტი 400 ათასი ევროთი გაიზრდება.