ავტორიზაცია

"ამიხსნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია", - ლეაუმ აღიარა, რა გავლენა იქონია მასზე ზლატანმა

"ამიხსნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია", - ლეაუმ აღიარა, რა გავლენა იქონია მასზე ზლატანმა
თარიღი 25 სექ 2022, 21:22

„მილანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფაელ ლეაუმ ისაუბრა, როგორ იმოქმედა მასზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

„პირველი ორი სეზონი „მილანში“ რთული გამომივიდა, საფრანგეთში ცხოვრება საერთოდ განსხვავებული იყო. როცა ასეთ კლუბში მოდიხარ, იცი, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტს უნდა დაეუფლო, რომ ამ გუნდის მაისური ბევრ ლეგენდას უტარებია და არაერთი ტიტულიც მოუგია.

მე შევიცვალე, ახლა საკუთარი თავი სულ სხვა ადამიანი და განსხვავებული ფეხბურთელი მგონია. გადამწყვეტი გავლენა ჩემზე ოჯახმა, სტეფანო პიოლიმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იქონიეს.

იბრა - მისაბაძი მაგალითია, რომელმაც ამიხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია კითხვების დასმა, ყოველთვის გახსნილად ყოფნა, მათ შორის მოედნის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ყველა შესაძლო შემთხვევაში ვსაუბრობთ - არა როგორც კოლეგები, არამედ როგორც მამაკაცები.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.