ავტორიზაცია

"ზოგს უბრალოდ პირადი ცხოვრება არ გააჩნია, ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი", - მატიჩმა მაგუაიერი დაიცვა

"ზოგს უბრალოდ პირადი ცხოვრება არ გააჩნია, ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი", - მატიჩმა მაგუაიერი დაიცვა
თარიღი 25 სექ 2022, 21:24

„რომას“ ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა, რომელიც გუნდში „მან იუნაიტედიდან“ გადავიდა, „წითელი ეშმაკების“ კაპიტანი, ჰარი მაგუაიერი დაიცვა.

სერბი ფეხბურთელის აზრით, ხალხის კრიტიკა ინგლისელი მცველის მიმართ - გადამეტებულია.

„მის მიმართ ხალხი უბრალოდ კოშმარულად იქცევა, ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი.

ზოგ ადამიანს, ვინც ამ საშინელებებს წერს, პირადი ცხოვრება არ გააჩნია, ამიტომ ისინი სხვა ადამიანებზე ნეგატიური კომენტარების წერით ირჩენენ თავს.“ - აღნიშნა მატიჩმა.

საყრდენმა ნახევარმცველმა „მან იუნაიტედი“ გასული სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვა და „რომას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.