ავტორიზაცია

"საჯაროდ დაადასტურეთ, რომ არ შეგვავიწროვებენ", - ინგლისის ნაკრების ლგბტ-ქომაგები ყატარში ჩასასვლელად უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ

"საჯაროდ დაადასტურეთ, რომ არ შეგვავიწროვებენ", - ინგლისის ნაკრების ლგბტ-ქომაგები ყატარში ჩასასვლელად უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ
თარიღი 25 სექ 2022, 21:29

ინგლისის ნაკრების უმსხვილესმა ლგბტ-ფან დაჯგუფებამ, ყატარის ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.

საუბარია იმაზე, რომ გეი-საზოგადოებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება სრულიად უსაფრთხო იქნება.

გუშინ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ განცხადება გააკეთა, რომელშიც ამბობს, რომ გარანტიები მიიღო იმისა, რომ ხელჩაკიდებული გეები და ყველა, ვინც ცისარტყელას დროშას გამოაჩენს, ყატარში შევიჭროვებული არ იქნება.

Three Lions Pride-ს თანადამაარსებელი ჯო უაითი აცხადებს, რომ ყატარის ხელისუფლებამ ღიად უნდა განაცხადოს, რომ გეი-გულშემატკივრები დაცულები იქნებიან, იმიტომ რომ საბოლოოდ კანონის აღსრულების ძალაუფლება მხოლოდ მათ ხელში იქნება.

„ვაფასებთ იმ შრომას, რომელიც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გასწია, მაგრამ უფრო მეტი გარანტიები და დეტალები გვჭირდება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ყველა გულშემატკივარი, ვინც ლგბტ-საზოგადოების სოლიდარობას მოისურვებს.“ - აღნიშნა უაითმა.